კრიტერიუმები | 1-4 | 5-6 | 7-8 | 9-10 |
მეტყველება | ვერ გადმოსცემს დასრულებულად წინადადებას, სიტყვებს აკლებს ბგერებს. | საუბრის დროს უჭირს აქცენტის გაკეთება სასვენი ნიშნის შესატყვი- სად. | საუბრობს კარ- გად, მაგრამ აკლია მკვეთრად ბგერების გამოკვეთა. | საუბრობს გარკვევით, მკაფიოდ. |
დისკუსიაში მონაწილეობა | არ ცდილობს ჩაერთოს მსჯელობაში | დისკუსიაში ერთვება პერიოდულად | აყალიბებს მოსაზრებებს, ასაბუთებს აზრს | მსჯელობს არგუმენტირებუ- ლად. აქვს საინტერესო და დამაჯერებელი საუბარი |
ისტორიული წერილობითი წყაროს ანალიზი | უჭირს წყაროზე მსჯელობა | შეუძლია წყაროს შინაარსის გადმოცემა | ადარებს სხვადა-სხვა წყაროებს, გამოაქვს ზუსტი ინფორმაცია | არჩევს წყაროებიდან პირველად და მეორად ინფორმაციას, განსაზღვრავს მთავარ საკითხს, აკეთებს ანალიზს |
სასწავლო რესურსის გამოყენება | ვერ ახერხებს რესურსების გამოყენებას | არჩევს სასურველ რესურს-მასალას, უჭირს ამ მასალის საკითხის შესაბამისად გამოყენება | იცნობს და სარგებლობს არსებული რესურსებით | შეუძლია გაკვე-თილის შესატყვისი რე- სურსის შერჩევა და მისი მაქსიმალურად გამოყენება |
საშინაო დავალების ორგანიზება | თავს არიდებს დავალების წარმოჩენას | ასრულებს დავალებას მოვა- ლეობის მოხდის მიზნით | ასრულებს წერით და ზეპირ დავალებებს | ამომწურავი პასუხი აქვს და- ვალებაზე, კარგად ახერხებს წერითი დავალების პრეზენტაციას |
вторник, 23 октября 2012 г.
გაკვეთილის თემა | ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს I მეფე |
სწავლების საფეხური | II საფეხური. IX კლასი |
მოსწავლეთა რაოდენობა | 15 მოსწავლე. ისს მოსწავლე არ არის |
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა | მოსწავლე გააანალიზებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობებს, მმართველობის სტრუქტურებს უძველესი დროიდან დღემდე. გააკეთებს დასკვნას ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ გაერთიანების ისტორიულ აუცილებლობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე, იმ ეპოქაში არსებულ საერთაშორისო პრობლემებზე |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | ისტ. IX.1. I მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ IX-X სს-ში არაბობის შემდგომ გაძლიერებული სამთავროების პოლიტიკური მდგომარეობით და ამ მდგომარეობით გამოწვეული გაერთიანების აუცილებლობა. ისტ.IX.2. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება. ისტ.IX.3. მოსწავლეები შეძლებენ ქართული მმართველობითი სტრუქტურების დახასიათების შუა საუკუნეებში. ისტ.IX.5. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენას ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ გაერთიანების პროცესზე. ისტ.IX.6.მოსწავლე შეძლებს მსჯელობას ქრისრიანული რელიგიის როლზე ქართული სახელმწიფოს გაერთიანების საქმეში. |
წინასწარი ცოდნა | სხვადასხვა პერიოდის ქართული სამეფოების საზელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ აკეთებს მსგავსებასა და განსხვავებების ჩამონათვალს.ასევე იცნობს IX-X სს-ის ქართულ სამეფო-სამთავროთა წარმოქმნისა და გაძლიერების წინაპირობებს, არაბობის შედეგებს და ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობას |
შეფასების საგანი და პროცედურები | მსჯელობა. აქტიური ჩართულობა საკვანძო საკითხის განხილვისას. წერითი დავალება. თვალსაჩინოებათა სწორი სარგებლობა. არსებული რესურსის მიზნობრივად გამოყენება |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | სახელმძღვანელო, ეპოქის შესატყვისი საქართველოს და ახლო აღმოსავლეთის რუკები. ბაგრატიონთა გენიოლოგიური ცხრილი. კომპიუტერიდან ამოღებული ბედიის,ბაგრატისა და ნიკორწმინდის ტაძრების სურათები |
გაკვეთილის მსვლელობა | I ეტაპი 5წთ გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი იერიშით:რა ვიცით დავით III კურაპალატის შესახებ და მისი მემკვიდრეობა პოლიტიკური თუ გენეტიკური II ეტაპი 15-20წთ მინი ლექციის სახით გავაცნობ კლასს ბაგრატ III-ის გამეფების პოლიტიკური აუცილებლობის შესახებ. ქართლში და ქუთაისში (აფხაზეთში) მეფედ გამოცხადების მიმდინარე მოვლენებსა და სხვა ქარული სამეფო სამთავროების შემოერთების მცდელობაზე, შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ:ბაგრატის მემკვიდრეობაზე-მშობ- ლებსა და მამობილზე, ბიძაზე. III ეტაპი 15-18წთ გავყოფ კლასს ორ ჯგუფად, მივუთითებ გაეცნონ წყაროებს და არგუმენტირებულად იმსჯელონ ბაგრატის გამეფების სამართლიანობასა და შედეგებზე. ბოლო 2 წთ. მივუთითებ დავალების ფორმას შეადგინონ ცხრილი:“ ბაგრატის მომხრეები და მოწინააღმდეგეები“ |
პროექტის თემა-საქართველოს ატლასი-უძველესიდან დღემდე.
პრობლემა-მოსწავლეებმა არ იციან ეპოქის შესატყვისი რუკის მოძებნა და
მისი გამოყენება.
სამიზნე ჯგუფი-IX კლასი
დრო-12 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე.
პროექტის აქტუალობა,მნიშვნელობა-საქართველოს რუკების მოძიება,შე-
სასწავლი საკითხის შესაბამისად.ინტერნეტში განთავსება და გაცნობა კლა-
სისა თუ აუდიტორიისათვის.
მიზანი და შედეგი-მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ეპოქია შესატყვისი რუ-
კის მოძიება და გამოყენება.ისტ.IX.1
ისტ.IX.1 მოსწავლეებმა უნდა შეეძლონ საქართველოში ისტორიული ეპო-
ქის შესატყვისი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.
ისტ.IX.5 შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლე-
ნა პოლოტიკური რუკის ფორმირებაზე.
წინასწარი ცოდნა-მოსწავლეებმა იციან ამა თუ იმ ეპოქაში ისტორიისა-
თვის მნიშვნელოვანი ადგილები თეორიულად.წაკითხული აქვთ მხატვრუ-
ლი ლიტერატურა-ისტორიულ თემაზე.
რესურსი-მხატვრული ლიტერატურა:სანიკიძის ,,დედა ისტორია“. ივ.ჯა-
ვახიშვილი,,ქართველი ერის ისტორია“. ვახუშტი ბაგრატიონი,,საქართვე-
ლოს გეოგრაფიული აღწერა“.ინტერნეტში სლაიდები ვახუშტის დროინ-
დელი გეოგრაფიული რუკები.
პროექტის მსვლელობა-პროექტის გაცნობის შემდეგ კლასს გავყოფ 2 ჯგუ-
ფად.
ა)I ჯგუფი:1.გოლეთიანი ნათია.
2.სილაგაძე სანდრო.
3.თვარაძე ლელა.
4.ონიანი ბექა.
ჯგუფის ხელმძღვანელი:გოლეთიანი ნათია.
II ჯგუფი:1.ხურციძე გიგა.
2.ბიბილაშვილი ანი.
3.დავითულიანი ლაშა.
4.ონიანი თორნიკე.
ჯგუფის ხელმძღვანელი:ხურციძე გიგა.
ბ)განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნა მოსწავლეებთან ერთად.
გ)I ჯგუფის მიერ საქართველოს ისტორიული ატლასის მოძიება და მისი
გაანალიზება ეპოქების მიხედვით.
II ჯგუფი.ვახუშტი ბაგრატიონის XVIII საუკუნეებში მიერ შედგენილი
გეოგრაფიული რუკა,მათი სლაიდების და სხვა ვიდეო მასალის მოძიება.
პასუხისმგებელი:გიგა ხურციძე
დ)მოძიებული მასალის მიხედვით ჯგუფის ლიდერები ახდენენ ამ მასა-
ლის შეჯერებას,ერთ სისტემაში მოყვანას,თვალსაჩინოების სახით ერთ ფორმატში გაერთიანებას და აუდიტორიისადმი გაცნობას-პრეზენტაციას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)