вторник, 23 октября 2012 г.


 გაკვეთილის თემაბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს  I მეფე
სწავლების საფეხურიII საფეხური. IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა15 მოსწავლე. ისს მოსწავლე  არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობამოსწავლე გააანალიზებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის წინაპირობებს, მმართველობის სტრუქტურებს უძველესი დროიდან დღემდე. გააკეთებს დასკვნას ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ გაერთიანების ისტორიულ აუცილებლობასა და ისტორიულ მნიშვნელობაზე, იმ ეპოქაში არსებულ საერთაშორისო პრობლემებზე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები ისტ. IX.1. I მოსწავლეები შეძლებენ გააცნობიერონ  IX-X სს-ში არაბობის შემდგომ გაძლიერებული სამთავროების პოლიტიკური მდგომარეობით და ამ მდგომარეობით გამოწვეული გაერთიანების აუცილებლობა.
 ისტ.IX.2. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება.
 ისტ.IX.3. მოსწავლეები შეძლებენ ქართული მმართველობითი სტრუქტურების დახასიათების შუა საუკუნეებში.
 ისტ.IX.5. მოსწავლე შეძლებს გააანალიზოს საშინაო და საგარეო ფაქტორების გავლენას ქართული სამეფო-სამთავროების ერთ სამეფოდ გაერთიანების პროცესზე.
 ისტ.IX.6.მოსწავლე შეძლებს მსჯელობას ქრისრიანული რელიგიის როლზე ქართული სახელმწიფოს გაერთიანების საქმეში.
წინასწარი ცოდნასხვადასხვა პერიოდის ქართული სამეფოების საზელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ აკეთებს მსგავსებასა და განსხვავებების ჩამონათვალს.ასევე იცნობს  IX-X სს-ის ქართულ სამეფო-სამთავროთა წარმოქმნისა და გაძლიერების წინაპირობებს, არაბობის შედეგებს და ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობას
შეფასების საგანი და პროცედურებიმსჯელობა. აქტიური ჩართულობა საკვანძო საკითხის განხილვისას. წერითი დავალება. თვალსაჩინოებათა სწორი სარგებლობა. არსებული რესურსის მიზნობრივად გამოყენება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსისახელმძღვანელო, ეპოქის შესატყვისი საქართველოს და ახლო აღმოსავლეთის რუკები. ბაგრატიონთა გენიოლოგიური ცხრილი. კომპიუტერიდან ამოღებული ბედიის,ბაგრატისა და ნიკორწმინდის ტაძრების სურათები
გაკვეთილის მსვლელობა          I      ეტაპი 5წთ
გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი იერიშით:რა ვიცით დავით III კურაპალატის შესახებ და მისი მემკვიდრეობა პოლიტიკური თუ გენეტიკური
          II     ეტაპი 15-20წთ
მინი ლექციის სახით გავაცნობ კლასს ბაგრატ III-ის გამეფების პოლიტიკური აუცილებლობის შესახებ. ქართლში და ქუთაისში (აფხაზეთში) მეფედ გამოცხადების მიმდინარე მოვლენებსა და სხვა ქარული სამეფო სამთავროების შემოერთების მცდელობაზე, შემდეგ მოსწავლეები მსჯელობენ:ბაგრატის მემკვიდრეობაზე-მშობ-
ლებსა და მამობილზე, ბიძაზე.
              III ეტაპი 15-18წთ
გავყოფ კლასს ორ ჯგუფად, მივუთითებ გაეცნონ წყაროებს და არგუმენტირებულად იმსჯელონ ბაგრატის გამეფების სამართლიანობასა და შედეგებზე. ბოლო 2 წთ. მივუთითებ დავალების ფორმას შეადგინონ ცხრილი:“ ბაგრატის მომხრეები და მოწინააღმდეგეები“

Комментариев нет:

Отправить комментарий